მათემატიკის წრე

მათემატიკის წრე

22.01.2019  წარმოადგინე რიცხვები რიცხვით ღერძზე და დაასახელე გამოტოვებული რიცხვები.
მოსწავლეებმა გაიხსენეს რა არის რიცხვითი ღერძი, მოცემულ ღერძზე ყველა რიცხვს აქვს თავისი ადგილი,როგორ არის განლაგებული რიცხვები მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით. შეასრულეს სავარჯიშოები გამოტოვებული რიცხვების ჩაწერაზე, ასევე რიცხვითი ღერძის დახმარებით შეასრულეს შკრება გამოკლება ერთობლივად. დასასრულს კი ჯგუფური დავალება შეკრება გამოკლებაზე სადაც საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოეყენებინათ დაფაზე გაკრული რიცხვითი ღერძი.




















22.01.2019  წინა და მომდევნო რიცხვები
მოსწავლეებს შევახსენე ტერმინები "წინა" და "მომდევნო". დაასახელეს რომელი ტერმინი შეესაბამება მოცემული მდებარეობით მოცემულ რიცხვს. დავალებები შეასრულეს როგორც დაფასთან ისე დამოუკიდებლად. შეუსაბამეს ტერმინები "ნაკლებია" წინ მდგომ რიცხვს და "მეტია" მომდევნო რიცხვს. ასევე შეასრულეს შეკრება-გამოკლება 10-ის ფარგლებში.






Add caption









29.01.2019  რამდენით მეტია? რამდენით ნაკლებია?
დასაწყისში გავიხსენეთ რას ნიშნავს "-ით მეტი", "-ით ნაკლები". დაფაზე შეასრულეს რიცხვების შედარება დაწყვილების მეთოდით. ასახელებდნენ რიცხვს და მასზე სასურველი რაოდენობით მეტ ან ნაკლებ რაოდენობას ასახელებდნენ. ასევე შეასრულეს სავარჯიშოები გამოსახულებების შედარებაზე, რამდენით მეტი ან ნაკლები იყო  დასახელებული მათგანი. გაიაზრეს ამ ცნებების ურთიერთშებრუნებულობა.











05.02. 2019 ფულის კუპიურები და მათი გამოყენება ვირტუალურ მარკეტში
მუშაობის დასაწყისში გავიხსენეთ და დაასახელეს ეროვნული ფულის კუპიურები. გაიმყარეს ცოდნა ტერმინებში "ბანკნოტი", "მონეტა".სევთავაზე ტამაში "მაღაზიობანა'.შეარჩიეს ნივთები რომელიც შეიძლებოდა რომ გაეყიდათ, შეაფასეს და მიაწერეს ზედ ფასი და მოაწყეს ვირტუალური მაღაზია. თითოეულს ჰქონდა გარკვეული რაოდენობის თანხა და სურვილის მიხედვით იძენდა სასურველ ნივთს.












12.02. 2019 გეომეტრიული ფიგურები, დახაზონ და გაზომონ სამკუთხედის გვერდები
დასაწყისისთვის დაფაზე განთავსებულ გეომეტრიულ ფიგურებს შორის ამოიცნეს სამკუთხედი. გაიხსენეს რატომ ჰქვია სამკუთხედი, მოდელზე აჩვენეს გვერდები და კუთხეები. თანმიმდევრულად განვიხილეთ დახაზვის წესი და დახაზეს რვეულებში. გაზომეს სამკუთხედის გვერდები  და მიაწერეს ზომები. ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრეს სასურველი ფერისა და ზომის ფიგურები.დაასახელეს რა ხვდება მათ ცხოვრებაში სამკუთხედის ფორმის. დასასრულს იმუშავეს ჯგუფებში შემდეგ დავალებაზე: სამკუთხედის გარე არეში, შიდა არეში და არის საზღვარზე უნდა მოენიშნათ მითითებული რაოდენობის წერტილები.



















19.02.2019  გეომეტრიული ფიგურები, დახაზონ და გაზომონ ოთხკუთხედის გვერდები
დასაწყისისთვის დაფაზე განთავსებულ გეომეტრიულ ფიგურებს შორის ამოიცნეს ოთხკუთხედი. გაიხსენეს რატომ ჰქვია ოთხკუთხედი, მოდელზე აჩვენეს გვერდები და კუთხეები. თანმიმდევრულად განვიხილეთ დახაზვის წესი და დახაზეს რვეულებში. გაზომეს  გვერდები  და მიაწერეს ზომები. ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრეს სასურველი ფერისა და ზომის ფიგურები.დაასახელეს რა ხვდებათ მათ ცხოვრებაში სამკუთხედის ფორმის. დასასრულს იმუშავეს ჯგუფებში შემდეგ დავალებაზე: ოთხკუთხედის გარე არეში, შიდა არეში და არის საზღვარზე უნდა მოენიშნათ მითითებული რაოდენობის წერტილები.















26.02.2019  გეომეტრიული ფიგურები, დახაზონ და გაზომონ კვადრატის გვერდები
დასაწყისისთვის დაფაზე განთავსებულ გეომეტრიულ ფიგურებს შორის ამოიცნეს კვადრატი. გაიხსენეს რატომ ჰქვია კვადრატი, მოდელზე აჩვენეს გვერდები და კუთხეები. გაიაზრეს რით განსხვავდება კვადრატი ოთხკუთხედისგან, თანმიმდევრულად განვიხილეთ დახაზვის წესი და დახაზეს რვეულებში. გაზომეს  გვერდები  და მიაწერეს ზომები. ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრეს სასურველი ფერისა და ზომის ფიგურები.დაასახელეს რა ხვდებათ მათ ცხოვრებაში კვადრატის ფორმის. დასასრულს იმუშავეს ჯგუფებში შემდეგ დავალებაზე: კვადრატის გარე არეში, შიდა არეში და არის საზღვარზე უნდა მოენიშნათ მითითებული რაოდენობის წერტილები.







05.03.2019  გეომეტრიული ფიგურები, დახაზონ და გაზომონ ხუთკუთხედის გვერდები
დასაწყისისთვის დაფაზე განთავსებულ გეომეტრიულ ფიგურებს შორის ამოიცნეს ხუთკუთხდი. გაიხსენეს რატომ ჰქვია ხუთკუთხედი, მოდელზე აჩვენეს გვერდები და კუთხეები. თანმიმდევრულად განვიხილეთ დახაზვის წესი და დახაზეს რვეულებში. გაზომეს  გვერდები  და მიაწერეს ზომები. ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრეს სასურველი ფერისა და ზომის ფიგურები. დასასრულს იმუშავეს ჯგუფებში შემდეგ დავალებაზე: კვადრატის გარე არეში, შიდა არეში და არის საზღვარზე უნდა მოენიშნათ მითითებული რაოდენობის წერტილები.







19.03. 2019 დახაზონ წრე და წრეწირი
დასაწყისისთვის დაფაზე განთავსებულ გეომეტრიულ ფიგურებს შორის ამოიცნეს წრე. დახაზეს და გაიაზრეს რა განსხვავება და მსგავსებაა წრესა და წრეწიორს შორის,ის  რომ სახაზავით ვერ შეძლებენ მისი გვერდების გაზომვას.  ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრეს სასურველი ფერისა და ზომის ფიგურები. იმუშავეს ჯგუფებში შემდეგ დავალებაზე: წრის გარე არეში, შიდა არეში და არის საზღვარზე უნდა მოენიშნათ მითითებული რაოდენობის წერტილები. დასასრულს შეასრულეს ამ თავის შმაჯამებელი დავალება ჯგუფებში. 















26.03. 2019.  10-მდე, 15-მდე, 20-მდე შევსება
დასაწყისას გაიხსენეს რიცხვების შედგენილლობები. დაფაზე ყველამ ერთად შეასრულა რიცხვის 10-მდე, 15-მდე, 20-მდე შევსების სავარჯიშოები. ამის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად იმუშავეს ამავე საკითხზე. 














02.04.2019 შეკრება გამოკლება 20-ის ფარგლებში
დასაწყისში მოსწავლეებმა დაფაზე შეასრულეს რამდენიმე მაგალითი შკრებაზე რიცხვითი სხივის დახმარებით. შემდეგ შეავსეს სახალისო მათემატიკური კროსვორდი შეკრება-გამოკლებაზე. ბოლოს კი გააფერადეს ილუსტრაცია სადაც თითოეულ ფერს შეესაბამებოდა მაგალითი თავისი შედეგთ.




















10.04.2019 შეკრება ათეულის წარმოქმნით 
დასაწყისისთვის გაიხსენეს ათამდე შვსება და შეასრულეს ჯგუფური სავარჯიშო. დაფაზე  განვიხილეთ სქემა რომლის მიხედვით შეძლეს მსგავსი მაგალითების ამოხსნა. ბოლოს კი მსგამსი სავარჯიშოები შეასრულეს დამოუკიდებად.



















16.04.2019 გამოკლება ათეულის დაშლით 
დასაწყისში შეასრულეს დავალებები შეკრება გამოკლებაზე. ამის შემდეგ განვიხილეთ გამოკლების მოცემული სქემა და შეასრულეს დავალებები დაფაზე. დასასრულს შასრულეს მსგავსი სავარჯიშოები დამოუკიდებლად.







23.04.2019  ცხრილის შევსება შეკრებაზე
დასაწყისისთვის გაიხსენეს რა არის ცხრილი,   სვეტები, სტრიქონები. სანიმუშოდ დაფაზე შეავსეს ცხრილი შეკრებაზე. შემდეგ წყვილებში და ინდივიდუალურად. ამის შემდეგ გაეცნენ და წყვილებში შეავსეს განსხვავებული ტიპის ცხრილი.


















 30.04.2019 ცხრილის შევსება შეკრებაზე
დასაწყისისთვის გაიხსენეს რა არის ცხრილი,   სვეტები, სტრიქონები. სანიმუშოდ დაფაზე შეავსეს ცხრილი გამოკლებაზე. შემდეგ წყვილებში და ინდივიდუალურად. ამის შემდეგ გაეცნენ და ინდივიდუალურად შეავსეს განსხვავებული ტიპის ცხრილები.




















07.05.2019 ამოცანის ნაწილები
მოსწავლეები გაეცნენ პრეზენტაციას ამოცანის ნაწილებზე. დაფაზე მოვახდინეთ ამოცანის ნაწილებად დაყოფა და თითოეული ნაწილის დასახელება. შეასრულეს მარტივი ამოცანები შეკრებაზე და გამოკლებაზე.




















14.05.2019 ამოცანების ამოხსნა . '- ით მეტი". '- ით ნაკლები"
დასაწყისში გაიხსენეს ამოცანის ნაწილები, განვმარტეტ ტერმინები '- ით მეტი". '- ით ნაკლები". 






















21.05. 2019 შემაჯამებელი წერა 
წრის დასასრულს ჩავატარე შემაჯამებელი წერა.









No comments:

Post a Comment