წრის პირველ მეცადირეობაზე ვესტუმრეთ სკოლის ბიბლიოთეკას. დავათვალიერეთ და ვისაუბრეთ ბიბლიოთეკის დანიშნულებაზე და საჭიროებაზე. ბიბლიოთეკარმა გააცნო ქცევი წესები. კლასში დაბრუნების შემდეგ წავიკითხეთ გ. ლეონიძის ნაწარმოები "წიგნი". მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნის როლზე და სარგებელზე. შევთანხმდით, რომ გამართულად კითხვა აუცილებელია ყველა ადამიანისთვის. (მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა იცნობს ყველა ასო-ბგერას.)
დასასრულს შეასრულეს მათთვის ახალი აქტივობა "დაჭრილი ტექსტის აწყობა".
23.01.2019 მაყვალა მრევლიშვილი
მოსწავლეებს გავაცანი საბავშვო მწერალი, ვისაუბრეთ მის ბიოგრაფიაზე და შემოქმედებაზე. წაიკითხეს მისი ლექსები: "საქანელა","მაიმუნები", "ტურამ წააცანცალა"...( მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა იცნობს ყველა ასო-ბგერას)
დასასრულს შეასრულეს დავალებები მარცვლების გაერთიანებაზე და დამარცვლაზე.
30.01.2019. გამოცანები
მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა ავტორის გამოცანები და გამოიცნეს. ის მოსწავლეები ვინც იცოდა ზეპირად გამოცანები კლასის წინაშე წარსდგნენ.
დასასრულს წავუკითხე პატარა ტექსტი რომლის მიხედვითაც უნდა შეესრულებინათ ნახატი.
06.02.2019 ეზოპე "ძუნწი და ოქრო"
ბავშვებს გავაცანი რა არის იგავი, ვისაუბრეთ ეზოპეს შესახებ, წაიკითხეს ტექსტი, უცხო სიტყვებზე "მუდამდღე" და "მიყრუებული" ავაგეთ სიტყვის პირამიდა. ბავშვებმა იმსჯელეს ძუნძის საქციელზე და გაიაზრეს ანდაზის მნიშვნელობა. ბოლოს შეასრულეს სახალისო დავალება სადაც მოცემული იყო გაბმით დაწერილი ტექსტი, მათ ამ ტექსტში უნდა ეპოვათ სიტყვები და შმოეხაზათ.
13.02.2019 ვასილ გულეური, ლესები.
ვისაუბრეთ საბავშვო მწერალ ვასილ გულეურზე, გავეცანით მის ორ წიგნს "მხიარული ლექსები" და "ცხოველთა ქალაქი". წაიკითხეს ლექსები "მაიმუნი", "ბუ", "რკოს კაცუნა". ბოლოს გივი ჭიჭინაძის "სულელი ჭილყვავი" დავამუშავეთ როლებში საკითხავად, სურვილის მიხედვით გადაინაწილეს როლები და წაიკითხეს.
20.02.2019 ემზარ კვიტაიშვილი
გავაცანი მწერალი ემზარ კვიტაიშვილი, წაიკითხეს ლექსი "თოვლში დამდგარი გაზაფხული". უცხო სიტყვებზე "ჭიაღუა" და "ჭირვეული" ააგეს სიტყვის პირამიდა. ვისაუბრეთ ცივი ზამთრის შემდეგ როგორ დგება გაზაფხული, ფრინველებზე, მცენარეებზე, მწერებზე და ამინდზე. დასასრულს შეასრულეს სახალისო დავალებები.
27.02.2019 იაკობ გოგებაშვილი "უქნარა"
გავიხსენეთ ი. გოგებაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება. წაიკითხეს მოთხრობა "უქნარა", უცხო სიტყვაზე "გაურჯელი" ააგეს სიტყვის პირამიდა, იმსჯელეს და გამოთქვეს მოსაზრებები მთავარი საკითხის შსახებ, რაში გამოიხატება მათი შრომა.შეასრულეს დავალებები რომელიც ლექსიკის გამდიდრებაზე იყო ორიენტირებული, ასევე შეასრულეს გრამატიკული სავარჯიშო - ტექსტში უნდა მოეძბნათ და ამოეწერათ ერთმარცვლიანი, ორმარცვლიანი და ა.შ. სიტყვები.
06.03.2019 იაკობ გოგებაშვილი "ლომი და თაგვი"
მოსწავლეებმა ჩუმად წაიკითხეს ი.გოგებშვილის მოთხრობა "ლომი და თაგვი". კითხვების საშუალებით გადმოსცეს ტექსტის შინაარსი, თავიანთი აზრი გამოთქვეს დახმარების შესახებ, თუ დახმარებიან ვინმეს ან თვითონ თუ დასჭირვებიათ დახმარება.შეასრულეს დავალება სადაც ყურადღება გამახვილებული იყო სიტყვების სწორად გამოთქმასა და წერაზე. ასევე შეასრულეს გრამატიკული სავარჯიშო - ტექსტში უნდადაეთვალათ და ჩაეწერათ ასო-ბგერების, სიტყვების, წინადადებებისა და აბზაცების რაოდენობა.
მომდევნო დავალებაში უნდა მოეძებნათ და შემოეხაზათ ყველა სამმარცვლიანი სიტყვა, მათგან შეერჩიათ ორი მათგანი და შეედგინათ წინადადებები.
20.03.2019 იაკობ გოგებაშვილი, "ჭიანჭველა და ფუტკარი"
მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია ჭიანჭველაზე და ფუტკარზე. წაიკითხეს და გააანალიზეს ტექსტი, იმსჯელეს რა არის სხვისთვის სასარგებლო შრომა, რა შეიძლება გააკეთო ისეთი, რომ სხვისთვისაც სასარგებლო იყოს. უცხო სიტყვაზე "სულდგმული" ააგეს სიტყვის პირამიდა.ტექსტი დაამუშავეს როლური კითხვისთვის, სურვილის მიხედვიოთ გადაინაწილეს როლები და წაიკითხეს.
ბოლოს შეასრულეს გრამატიკული სავარჯიშო სიტყვების დამარცვლაზე.
27.03.2019 იაკობ გოგებაშვილი "ორი მეგობარი"
მოსწავლეებმა ისაუბრეს რა არის მეგობრობა, ჰყავთ თუ არა მეგობრები, დაახასიათეს მათთვის ყველაზე საუკეთესო . ამის შემდეგ წაიკითხეს ტექსტი, იმსჯელეს სწორად მოექცა თუ არა ერთი მეგობარი მეორეს, თვითონ როგორ მოიქცეოდნენ. გაიხსენეს ის ნაწარმოებები, მულტფილმები რაც იცოდნენ თემასთან დაკავშირებით. შეავსეს კროსვორდი როგორი გინდა იყოს შენი მეგობარი.ბოლოს წაიკითხეს შოთა ამირანაშვილის ლექსი, გადაინაწილეს როლები და წაიკითხეს.
27.03.2019 იაკობ გოგებაშვილი "ორი მეგობარი"
მოსწავლეებმა ისაუბრეს რა არის მეგობრობა, ჰყავთ თუ არა მეგობრები, დაახასიათეს მათთვის ყველაზე საუკეთესო . ამის შემდეგ წაიკითხეს ტექსტი, იმსჯელეს სწორად მოექცა თუ არა ერთი მეგობარი მეორეს, თვითონ როგორ მოიქცეოდნენ. გაიხსენეს ის ნაწარმოებები, მულტფილმები რაც იცოდნენ თემასთან დაკავშირებით. შეავსეს კროსვორდი როგორი გინდა იყოს შენი მეგობარი.ბოლოს წაიკითხეს შოთა ამირანაშვილის ლექსი, გადაინაწილეს როლები და წაიკითხეს.
03.04.2019 იაკობ გოგებაშვილი "ფუტკატი და მტრედი"
მოსწავლეებმა დასაწყისში მოთხრობა წაიკითხეს ჩუმად, შემდეგ განვმარტეთ უცხო სიტყვები, სიტყვაზე "ჯაფა" ააგეს სიტყვის პირამიდა.ტექსტში მოძებნეს და ამოიკითხეს მითითებული ადგილები. მაგ: რა შეემთხვა ფუტკარს?
როგორ გადაარჩინა ფუტკარმა მტრედი? და ა.შ.
შეავსეს აქტივობის ბარათები მოთხრობის მიხედვით.
ბოლოს ჯგუფებში დავურიგე "დაჭრილი ტექსტი", ააწყეს, თითო ჯგუფმა მიმდევრობით წაიკითხა თითო წინადადება, ვისიც არ აღმოჩნდა სწორი გადაასწორეს.
10.04.2019. მარიჯანი (მარიამ ტყემალაძე-ალექსიძე) "ბევრზე ბევრი"
მოსწავლეებს გავაცანი მარიჯანის მოკლე ბიოგრაფია. წაიკითხეს მოთხრობა "ბევრზე ბევრი", უცხო სიტყვა " "ბაასზე" ააგეს სიტყვის პირამიდა. შეასრულეს დავალება სადაც სიტყვებში უნდა დაეთვალათ მარცვლები და მიეწერათ მათი რაოდენობა. დასასრულს შეასრულეს სახალისო დავალება. უნდა წაეკითხათ ტექსტი და მასზე დაყრდნობით გაეფერადებინათ ნახატი, შემდეგ შეერჩიათ სათაური და წერილობით პასუხი გაეცათ ორ კითხვაზე.
17.04.2019 მერი ბოლქვაძე "ნანას ყაყაჩოები"
მეცადინეობა დავიწყეთ გამოცანით ყაყაჩოზე. წაიკითხეს ტექსტი "ნანას ყაყაჩოები", ვისაუბრეთ შინაარსზე, პასუხი გასცეს კითხვებს. გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ბოლო კითხვაზე. ამის შემდეგ წაიკითხეს პატარა მოთხრობა "მეგობრები", წყვილებში შეასრულეს სახალისო დავალებები ტექსტის გააზრებაზე. დასასრულს მოთხრობა "ბუზი და ჭიანჭველა" დაამუშავეს როლური კითხვისთვის და წაიკითხეს.
24.04.2019. აკაკი წერეთელი "ყმაწვილი და პეპელა"
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსი, ყურადღება გავამახვილე ლექსის კითხვის ხელოვნებაზე, სასვენი ნიშნების დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე კითხვის დროს. განვმარტეთ უცხო სიტყვები, სიტყვაზე "უზრუნველად" ააგეს სიტყვის პირამიდა. შეასრულეს სახალისო დავალება "ამომხტარი სიტყვები". დასასრულს ლექსი დაყვეს როლებად, სურვილის მიხედვით გაინაწილეს როლები და წაიკითხეს.
01.05.2019 ქართული ზალხური ზღაპარი "მელა და ჩიტი"
ზღაპრის წაკითხვამდე ვისაუბრეთ რა არის ზღაპარი, თუ უკითხავთ ვინმე ზღაპრებს, რომელია მათთვის ყველაზე საყვარელი ზღაპარი, პერსონაჟი. როგორ იწყება და როგორ მთავრდება ზღაპრები... წაიკითხეს და უპასუხეს შეკითხვებს შინაარსის გაგების მიზნით. განვმარტეთ უცხო სიტყვები. შეავსეს აქტივობის ბარათები ტექსტის მიხედვით და შეასრულეს გრამატიკული სავარჯიშოები.
08.05. 2019. სულხან-საბა ორბელიანი "უტკბესი და უმწარესი"
მეცადინეობის დასაწყისში გაიხსენეს რა არის იგავი,რომელი იგავ-არაკი წაუკითხავთ, თუ იცნობენ ქართველ მეიგავეს სულხან-საბა ორბელიანს. მოკლედ გავაცანი მისი ბიოგრაფია. ამის შემდეგ წაიკითხეს იგავი "უტკბესი და უმწარესი", იმსჯელეს რას გვასწავლის ეს იგავი...
მომდევნო აქტივობა იყო სახალისო. წინადადებები ხაზებით უნდა დაეკავშირებინათ შესაბამის ილუსტრაციასთან. დასასრულს შეავსეს აქტივობის ბარათები. ტექსტში უნდა ეპოვათ ისეთი სიტყვები სადაც იქნებოდა ერთი "ა", ორი "ა" და ა.შ.
15.05.2019 მიხა შილდელი "ციყვი და კოდალა"
მეცადინეობის დასაწყისში გაიხსენეს სასვენი ნიშნების მნიშვნელობა და როლი ტექსტის კითხვისას. ტექსტის წაიკითხვისას ყურადღება მიაქციეს სასვენ ნიშნებს. განვმარტეთ ყველა უცხო სიტყვა, ავაგეთ პირამიდა სიტყვაზე "უვიცი", შეასრულეს გრამატიკული სავარჯიშოები. ტექსტი დავამუსავეთ როლური კითხვისთვის და წაიკითხეს. დასასრულს შვთავაზე სახალისო დავალება "დაჭრილი" ტექსტის აწყობა.
22.05. 2019 იაპონური ზღაპარი "სოკოს ქვეშ"
ეს ზღაპარი წარმოვადგინეთ ინსცენირების სახით. მოინიშნეს როლები გადაინაწილეს სურვილის მიხედვით და გაითამაშეს.
No comments:
Post a Comment