აქ განთავსებულია სხვადასხვა ბეჭდური რესურსი, შეგიძლიათ გამოიყენოთ საჭიროებისამებრ.
საბავშვო მწერალი
დაიბადა 1971 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ გორში.
საბავშვო ლექსები პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „დილაში“.
მაიმუნი
აბა, აქ სად ვიქანავებთ?!
არ ჰკიდია ლიანები!
ან ტოტებზე სად ვიხტუნოთ?!
არც ხეები შრიალებენ!
თუკი რამეს მოგვაწვდიან,
ყველაფერს ვჭამთ, განა ვწუნობთ.
მაიმუნს რომ გვეძახიან,
მაგიტომაც ვმაიმუნობთ!
დღისით წიგნებს კითხულობს,
არ შორდება ფუღუროს.
ღამით გარეთ დაფრინავს,
ვარსკვლავებს რომ უყუროს.
რჩევას ვინც ეკითხება,
არ ისტუმრებს უარით...
ყველაფერი სცოდნია,
მართლა ბრძენი ბუ არის!
რკოს კაცუნა
დღეს პატარა ვერიკომ
მოაგროვა ტყეში რკო.
მერე დაჯდა ხის ძირას,
გააკეთა იცი, რა?
პაწაწინა კაცუნა,
რკოსთავა და ბრაცუნა.
პაწაწინა ვირუკა
დააყენა მის უკან.
გააკეთა ძროხა და
თან ლამაზად მოხატა.
გააკეთა გოჭები,
თქვა: დღეს ამით მოვრჩები.
მერე, იმ რკოს კაცუნამ
სახრე გაატკაცუნა,
წინ გაუძღვა ვირუკას,
ძროხა მიდის მის უკან,
გამორბიან გოჭები,
მსუქნები და ნორჩები.
იყოჩაღა კაცუნამ,
შეძახილი არც უნდა
-
ოთხფეხი ამოდენა
სულ სახლში ამოდენა
იაკობ გოგებაშვილი
ლომი და თაგვი
ლომს ტყეში ეძინა. თაგვმა ზედ გადაურბინა. ლომმა
გამოიღვიძა და დაიჭირა. თაგვმა უთხრა: გამიშვი და გაჭირვებაში დაგეხმარებიო. ნადირთა მეფეს გულიანად გაეცინა და გაუშვა.
გავიდა ხანი. ლომი მონადირეების დაგებულ ხაფანში
გაება და საშინელი ღრიალი მორთო.
თაგვს
შემოესმა ლომის ხმა, მიცუნცულდა, გადაღრღნა ხაფანგის თოკი და გაათავისუფლა ლომი.
ლომმა მადლობა გადაუხადა. თაგვს ჩაეცინა და უთხრა: - ხომ ხედავ,
დიდ და ძლიერ ლომსაც შეიძლება დასჭირდეს
პატარა თაგვის დახმარებაო.
1.
დააკვირდი, როგორ იწერება ეს სიტყვები და შადგინე წინადადებები:
გაჭირვება
გაათავისუფლა
გაუშვა
დასჭირდეს
2.
რამდენი აბზაცისაგან შდგება ეს ტექსტი?
3.
რამდენი სიტყვაა მესამე აბზაცში?
4.
რამდენი წინადადებისგან შდგება მეორე აბზაცი?
5.
რამდენი ასო-ბგერისგან შედგება მოთხრობის სათაური?
მაყვალა მრევლიშვილი
ტურამ წააცანცალა
ტოროლა და ოლოლი
მიდიოდნენ ორ-ორი.
მწყერმა უთხრა ყუტყუტით:
სჯობს წახვიდეთ ხუთ-ხუთი!
ერკემალი გაწყრა:
გაიარონ ცხრა-ცხრამ!
თხა კი წვერის ცანცარით
ურჩევს: წადით ცალ-ცალი!
გაწიწმატდა ტოროლა:
ნუღარ ვივლით ორ-ორად!
გაიარეს
ცალ-ცალად,
ტურამ წააცანცალა!
საქანელა
ახლა ჩემი ჯერია,
ჩამობრძანდი, მელია!
გელოდები, ლოდინით
გული გადამელია.
ეგ რა მეგობრობაა,
მარტო შენ რომ ქანაობ,
ქანაობა მეც მინდა,
დამსვი ხანდახანაო.
აბა რა ვქნა, გენაცვა,
ძლიერ მინდა ჩამოსვლა,
ხომ არ ჩამოვფრინდები,
თუ ილომ არ ჩამომსვა!
ავქანდი და დავქანდი,
ოდელია, დელია!
– ულვაშებში იცინის
ეშმაკუნა მელია.
მაიმუნები
დახე, რა ამბავი აქვთ
მაიმუნებს პატარებს, დედას ზურგზე ასხედან
"აჩიკუდა" ატარებს.
მოუსვენრად დახტიან,
თვალებს დააცეცებენ,
ამიტომაც შეარქვეს პაწაწინა მხეცები.
თუ კაი კაცია
აჯაჯული-დაჯაჯული
დაბრძანდება ბაჭია,
ჩხუბი იცის "ვაჟკაცური",
დაიჯაბნა პაწია.
თავის ტოლებს მოერიოს,
ეგ თუ კაი კაცია.
დილა მშვიდობისა
-ჩიტო, ჩიტო, ნაცარავ,
ვის უგალობ, ვისა?
შენ გიგალობ, პატარავ,-
დილა მშვიდობისა!
-მზეო, მზეო, ცხრათვალა,
ვის უცინი, ვისა?
-გაიღვიძე, პატარავ,
დილა მშვიდობისა!
-პაწაწინა ყვავილო,
რად გაშალე კვირტი?
-შენთვის მინდა, პატარავ,
აბა დამაკვირდი!
-მეც ახლავე ავდგები,
მეც დავიბან პირსა,
ყველას მივესალმები:
დილა მშვიდობისა!
იაკობ გოგებაშვილის მიხედვით
ორი მეგობარი
ორი მეგობარი ერთად მიდიოდა. წინ დათვი დახვდათ.
ერთი მაშინვე ხეზე ავიდა და იქ დაიმალა. მეორე მარტო დარჩა, დაეცა მიწაზე და თავი მოიმკვდარუნა.
მივიდა დათვი და ყური დაადო, კაცმა სული შეიგუბა,
იცოდა, რომ დათვი მკვდარს არ ერჩის. დათვმა მართლაც არა დაუშავა რა და თავის გზაზე
წავიდა. მაშინ ხიდან ჩამოვიდა მისი ამხანაგი და ჰკითხა:
-
დათვი
ყურში რას გეჩურჩულებოდაო?
-
მე
ის მირჩევდა: კვლავ ნუღარ წავალ იმისთანა მეგობართან, რომელმაც გაჭირვების დროს ღალატი
იცისო.
როგორი გინდა იყოს შენი მეგობარი?
მ
|
ო
|
ხ
|
ე
|
რ
|
ხ
|
ე
|
ბ
|
უ
|
ლ
|
ი
|
||||||||||||
ე
|
||||||||||||||||||||||
გ
|
||||||||||||||||||||||
ო
|
||||||||||||||||||||||
ბ
|
||||||||||||||||||||||
ა
|
||||||||||||||||||||||
რ
|
||||||||||||||||||||||
ი
|
გივი
ჭიჭინაძე
სულელი
ჭილყვავი
ყოველდღე ეკითხებოდა
ჭილყვავს პატარა ჭილყვავი:
- დედი, თეთრ კვერცხში რომ ვიჯექ,
იქაც ჭილყვავი ვიყავი?
- ჭილყვავი იყავ, ჭილყვავი! -
კარგი, დამღალე საშინლად...
- დედი, ჭილყვავი ვიქნები,
რომ გავიზრდები, მაშინაც?
დედამ იფიქრა: "ეს ბრიყვი
ბოლოს მომიღებს კითხვებით"
და ასე უთხრა: - დამშვიდდი,
მაშინ ბულბული იქნები!
v წითელი ფანქრით შმოხაზე ავტორის
სიტყვები;
v მწვანე ფანქრით შემოხაზე ჭილყვავის
სიტყვები;
v ყვითელი ფანქრით შემოხაზე დედის
სიტყვები;
v გაინაწილეთ როლები და წაიკითხეთ.
სულხან - საბა ორბელიანი
სულხან საბა ორბელიანი 1658 წლის 4 ნოემბერს
ქვემო ქართლში ბოლნისის მახლობლად სოფელ
ტანძიაში დაიბადა, იქ გაატარა თავისი ბავშვობა.
სამეფო კარზე აღზრდილმა
კარგი განათლება მიიღო.
მან დაწერა იგავ-არაკების კრებული “სიბრძნე სიცრუისა”
რა არის იგავ-არაკი?
იგავ-არაკი პატარა ზომის ჭკუის სასწავლებელი ნაწარმოებია. იგავ-არაკში გმირები არიან ცხოველები, მცენარეები, ადამიანები. იგავში შეიძლება ცხოველი იყოს ნახსენები, მაგრამ ადამიანი იგულისხმება.
ადამიანს, რომელიც იგავ-არაკს წერს, მეიგავე ჰქვია.
უტკბესი და უმწარესი
ერთმა მეფემ უბრძნა თავის ვეზირს: წადი, ისეთი საჭმელი მომოტანე, რომ დედამიწაზე მასზე ტკბილი არაფერი
იყოს და არც ზღვაში მოიპოვებოდესო.
წავიდა ვეზირი, ენა უყიდა, მიუტანა, აჭამა და
მოეწონა.
მეორედ უბრძანა: - წადი, ისეთი რამე მომოტანე,
რომ მასზე მწარე არაფერი იყოს ქვეყანაზეო.
წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მიუტანა.
მეფემ ჰკითხა:
-
ტკბილი
ვითხოვე, ენა მომიტანე; მწარე ვითხოვე, მაშინაც ენა მომიტანე. ეს როგორ?
ვეზირმა უპასუხა:
-
ამ ქვეყანაზე ენაზე უტკბესი და ენაზე უმწარესი არა მოიპოვება
რაო.
სიტყვის
კონა
ვეზირი - მეფის მრჩეველი
თქვენ თუ ეთანხმებით ვეზირის სიტყვებს?
იაკობ გოგებაშვილი
უქნარა
იყო ერთი უქნარა, გაურჯელი ბიჭი. ყველას აბუჩად
ჰყავდა აგდებული, დასცინოდნენ. იფიქრა: მოდი, ძველი ტანისამოსის ნაცვლად ახალს
ჩავიცვამ და პატივი დამედებაო.
. ასეც მოიქცა, მაგრამ უარესი
დაემართა: უფრო მეტად აიგდეს მასხრად.
მეზობელმა უთხრა:
-
ბიჭო,
ტანისამოსს კი ნუ იცვლი, ხასიათი გამოიცვალე, გაისარჯე და პატივი დაგედებაო.
სიტყვის კონა
გაურჯელი - უსაქმური.
აბუჩად ყავდა აგდებული - დასცინოდა.
პატივი დამედება - პატივისცემას .
დავიმსახურებ.
გაისარჯე - იშრომე, მოინდომე.
მოძებნე მოთხრობაში ამ
სიტყვათა მსგავსი სიტყვები და მიუწერე:
ზარმაცი
- ___________
იშრომე
- ____________
ტანსაცმელი -
_____________
შეადგინე წინადადება
მოცემული ფრაზის გამოყენებით:
აბუჩად ჰყავდათ
აგდებული
______________________________________________________________________________
იაკობ გოგებაშვილი
ფუტკარი და მტრედი
ჯაფისაგან დაღლილი ფუტკარი წყალში ჩავარდა და იხრჩობოდა. ახლო
ხეზე დედა მტრედი იჯდა. თვალი შეასწრო
ფუტკრის გაჭირვებას, მოგლიჯა ფოთოლი და ჩაუგდო წყალში. ფუტკარი ზედ შეჯდა, წყალმა ნაპირზე გამორიყა. გაშრა და გაფრინდა სკისაკენ.
გავიდა ხანი. დაღლილი
მტრედი ხეზე იჯდა და თვლემდა. მიეპარა
მონადირე და დაუმიზნა თოფი. ამას თვალი მოჰკრა ფუტკარმა, მონადირეს ხელზე დააჯდა და
უკბინა. მონადირეს სიმწრისაგან ხელი აუკანკალდა და მტრედს ტყვია ასცდა.
ჯაფისაგან -- შრომისაგან.
თვალი შეასწრო -- შემთხვევით დაინახა.
გამორიყა -- წყლიდან ნაპირზე გამოიტანა.
|
აკაკი წერეთელი
ყმაწვილი და პეპელა
ჭრელი პეპელა
დაათრო
და გააბრუა იამა,
დაიჭირა და იამა.
ალერსით უთხრა:
,,პეპელავ
თავს რითი ირჩენ შენაო?
პეპელამ უთხრა:
,,მინდორში
ვცხოვრობ მე უზრუნველადო,
იქ ყვავილები
გაშლილან
ჩემს საზრდოდ,
საწუწნელადო,
დროს მხიარულად ვატარებ,
ჩემს ნებაზედაც დავფრენო,
მაგრამ დღეგრძელი არა ვარ,
გამიშვი ნუღა მაცდენო!"
|
იამა
-- ისიამოვნა,
დატკბა.
თავს ირჩენ -- იკვებები, საზრდოობ.
უზრუნველად
-- უდარდელად,
საზრუნავის გარეშე.
დღეგრძელი
-- ვინც დიდხანს ცხოვრობს
'ამომხტარი სიტყვები"
ყმაწვილი და პეპელა
ჭრელი პეპელა
დაათრო იამა
და ___________ იამა,
მას მიეპარა ყმაწვილი,
დაიჭირა და ________.
გააბრუა
ალერსით უთხრა: ,,პეპელავ
თავს რითი ირჩენ შენაო?
როგორ არა გღლის მთელი დღე
დაუღალავი ____________
?“
პეპელამ უთხრა:
,,მინდორში უზრუნველადო
ვცხოვრობ მე _____________,
იქ ყვავილები
გაშლილან
ფრენაო
ჩემს საზრდოდ,
საწუწნელადო,
დროს მხიარულად
___________ ,
ჩემს ნებაზედაც
დავფრენო, ვატარებ
მაგრამ _______________ არა ვარ,
გამიშვი, ნუღა მაცდენო!“დღეგრძელი
ყმაწვილმა ხელი გაუშვა,
გაფრინდა ნაზი პეპელა
და თითქოს
ნიშნად მადლობისევლებოდა
იამა
-- ისიამოვნა, დატკბა.
თავს ირჩენ -- იკვებები, საზრდოობ.
უზრუნველად
-- უდარდელად, საზრუნავის
გარეშე.
დღეგრძელი -- ვინც დიდხანს
ცხოვრობს
მიხა შილდელი
ციყვი და კოდალა
ერთ ტყეში
ნაძვის ხის ფუღუროში ციყვი ცხოვრობდა. ნაძვის ხეს ქერქის ქვეშ ხოჭოები შეესივნენ და მისი ჭამა დაიწყეს. მალე
გამოჩნდა კოდალა - ტყის მკურნალი, მისდგა ნისკარტით იმ დასნეულებულ ნაძვს და დაუწყო კაკუნი, სპობდა და მუსრს ავლებდა ხოჭოებს, მათ
კვერცხებსა და მატლებს.
მეორე
დღესაც დილაადრიან დაიწყო მუშაობა. ციყვმა თავისი ფუღუროდან თავი გამოყო და გამოსძახა:
- შენ,
ეი, დილაადრიან რომ აკაკუნებ და ძილი დამიფრთხე,
რას გადაეკიდე ამ საწყალ ხეს, გინდა ქერქი დაიზიანო
და გაახმო? წაეთრიე აქედან!
კოდალას მუშაობა არ შეუწყვეტია, ისე უპასუხა:
- უვიცი რომ არ იყო, მაგ სიტყვებს არ მაკადრებდი. მე ხეს კი
არ ვაზიანებ და ვახმობ, პირიქით, ვმკურნალობ, ვასუფთავებ მავნე მწერებისაგან და ბევრი ხე გადამირჩენია გახმობას.
სიტყვის
კონა
დასნეულებული - დაავადმყოფებული
მუსრს ავლებდა -
სპობდა, ანადგურებდა
ძილი დამიფრთხე - გამაღვიძე
დაუზიანო - დაუშავო
უვიცი - უცოდინარი
მავნე - ზიანის მომტანი
1.
წითელი
ფანქრით შემოხაზე ავტორის სიტყვები;
2.
მწვანე
ფანქრით შემოხაზე კოდალას სიტყვები;
3.
ყვითელი
ფანქრით - ციყვის სიტყვები;
4.
წაიკითხე
როლებში.
თქვით ერთი სიტყვით:
ძილი დამიფრთხე -
____________________
მუსრს ავლებდა -
_____________________
მიუწერე მსგავსი სიტყვა:
სპობდა
- ____________________ უცოდინარი
- _____________________
მუშაობა -
___________________
მკურნალი - _____________________
იაკობ გოგებაშვილი
ჭიანჭველა და ფუტკარი
ჭიანჭველა უზარმაზარ ტვირთს მიათრევდა და თან
ჩიოდა:
. - ჩემოდენა ჯაფაში სულდგმული
არ არის, მაგრამ ქება კი არავისგან მესმის. აი, უღონო და ბზუილა ფუტკარი მარტო ყვავილებზე
დაფრიალებს, მაგრამ ყველა იმას აქებს. მეტი უსამართლობა კიდევ იქნება?
ფუტკარმა ეს გაიგონა და უპასუხა:
სიტყვის კონა
სულდგმული - სულიერი,
ცოცხალი
არსება.
1.
ტექსტში მოძებნე
და წითელი ფანქრით შემოხაზე ჭიანჭველას სიტყვები.
2.
ტექსტში მოძებნე
და მწვანე ფანქრით შემოხაზე ფუტკრის სიტყვები.
3.
ტექსტში მოძებნე
და ყვითელი ფანქრით შემოხაზე ავტორის სიტყვები.
4.
გაინაწილეთ ჭიანჭველას, ფუტკრის და ავტორის როლები და
ისე წაიკითხეთ ტექსტი
გიორგი
ლეონიძე
წიგნი
ბავშვებო! მე რომ მკითხოთ, ვინ არის ქვეყანაზე
საუკეთესო მოსაუბრეო, ვიტყოდი- წიგნი.
თქვენ,
ალბათ, ყველას გინახავთ სურათი რომელიმე გამოჩენილი მწერლის ან მეცნიერისა,
რომლის ირგვლივ აუარება წიგნი მოსჩანს...ზოგს გადაშლილიც აქვს წიგნი და კითხულობს.
იქნებ თქვათ: წიგნებთან რატომ გადაიღო სურათი და არა სურნელოვან ვარდთანო? ომიტომ,
რომ ვარდის სურნელება მალე ქრება, წიგნისა კი - არასოდეს... იმიტომ რომ ამ
წიგნებიდან მიიღო მან ცოდნა - წიგნის ძვირფასი
სურნელება; ამიტომაც არის, რომ ყველას ენაზე აკერია - წიგნი ცოდნის წყაროაო.
სწორედ წიგნია ცოდნის საუნჯე, რომელსაც ყველაზე
მეტი წონა აქვს, მაგრამ ყველაზე ადვილი სატარებელია. ცოდნას ვერც ვერავინ გასესხებს
და ვერც ვერავინ წაგართმევს.
ბავშვობაში ვნახე იაკობ გოგებაშვილის „თავდადებულნი
ქართველნი“. ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე. გადაჭარბებით არ ვიტყვი, ამ
წიგნმა გამხადა მე პატრიოტადაც.
წიგნები
ან მწვერვალები
შორი,
წიგნებმა კაცად
აქციეს
არა ერთი და ორი.
წიგნები - მასწავლებლები,
წარბშეკრულები მკაცრად,
არა ასი და ათასი
წიგნს უწცევია კაცად.
მურმან ლებანიძე
ემზარ კვიტეიშვილი
შოშიები მოფრინდნენ-
შავნი, შავნისკარტიანი,
სხედან, შავად უელავთ
დაწინწკლული მხარ-ტანი.
ბარდნის, არ დაჩეკილან
ბაღში ჭია-ღუანი,
მარტი ისევ აჭინჭყლდა
ჭირვეული, მტყუანი.
სიტყვის სკივრი
ყინავს, აგვიანდებათ ბარდნის
- მსხვილ ფანტელებად თოვს.
კვირტებს აფეთქებაო... ჭიაღუა - ჭიები.
მაინც ჭყივის
ბეღურა - აჭინჭყლდა - გაჭირვეულდა.
გაზაფხული დგებაო! ჭირვეული - ჟინიანი, მიზეზიანი
მტყუანი - მატყუარა.
No comments:
Post a Comment