გაკვეთილის გეგმა 1
საგანი--- მათემატიკა
|
კლასი--- მეორე
|
მასწავლებელი: ლალი ბურდული
|
|
თემა
--- გავანახევროთ რაოდენობა
|
|
გაკვეთილის მიზანი:
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ. II.
3. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების
მოქმედებების შესრულება და მათი დაკავშირება შეკრება გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს შეუძლია:
·
გაორმაგება-განახევრების ურთიერთკავშირის გააზრება;
·
მოდელის გამოყენებით განახევრების
პროცედურის აღწერა-შემოწმება;
·
განახევრება-გაორმაგების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირება.
|
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
რიცხვების,
რაოდებობისა და თვლის ერთმანეთთან დაკავშირება; რაოდენობის გაორმაგების, ტოლ შესაკრებთა შეკრებასთან
დაკავშირების უნარი, რიცხვების განახევრების უკეთვლის გამოყენების უნარი.
წინარე ცოდნა:გაორმაგება,
ტოლო რიცხვების შეკრება, ამოცანების
ამოხსნა გაორმაგების გამოყენებით.
|
|
მოსწავლეთა დაჯგუფების ხერხები:
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად, ინდივიდუალურად
და წყვილებში.
|
|
სასწავლო მასალა:
სახელმძღვანელო, მოსწავლის რვეული, დაფა, ცარცი,
ფერადი ქაღალდი, თაბახის ფურცლები, მანიპულატივები, მარკერი, ფორმატის ფურცელი, თვალსაჩინო
მასალა რიცხვთა გაორმაგებისთვის (პლაკატი).
|
გაკვეთილის /აქტივობის ფაზები
|
ფაზა I-წინასწარ
მისალმების
შემდეგ მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზნებს - რა ეცოდინებათ ამ გაკვეთილის
შემდეგ, ასევე გავცნობ რა შეფასდება.
აქტივობა 1. შევამოწმებ
საშინაო დავალებას ერთობლივი გარჩევით --- დანართი 1
აქტივობა 2. კითხვებით
გავააქტიურებ წინარე ცოდნას.
რას
ნიშნავს გაორმაგება?
როგორ
გააორმაგებ 8-ს, 7-ს,
10-ს ?
რა
რიცხვს ვუმატებთ გაორმაგებისას?
აქტივობა 3. ჯგუფური
დავალება --- დანართი 2
მოსწავლეებს
ვურიგებ წინასწარ თაბახზე გამზადებულ დავალებებს, რომელიც ითვალისწინებს გაორმაგების გამოყენებით გმოსახულების შედგენას.
ფაზაII-
განმავლობაში
აქტივობა 4.ახალ მასალაზე
გადავდივარ სიტუაციური ამოცანის ამოხსნით
(ვიყენებ კონსტრუქტივისტულ მეთოდს) დავალება სრულდება წყვილებში --- დანართი
3
აქტივობა 5.ახალი მასალის გაგება-გააზრებას ვამოწმებ ცხრილის შევსებით --- დანართი 4
აქტივობა 6.მოსწავლეები შეძლებენ განახევრება-გაორმაგების ურთიერთკავშირის
დანახვას --- დანართი 5
ფაზა III -
შემდეგ
ჯგუფური მუშაობა
აქტივობა 7. კლასი დაყოფილია
6 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს
ეძლევა დიდერენცირებული დავალებები
ამოცანების სახით გაორმაგება-განახევრების
გამოყენებით --- დანართი 6
ბოლოს
ვაძლევ საშინაო დავალებას
სახელმძღვანელოდან, დიფერენცირებულად,
მოსწავლეთა მზაობის შესაბამისად
I ჯგუფისთვის
(გვ.47 N 1,2)
II და
III ჯგუფისთვის (გვ.47 N 1,2, 5)
IV, V და
VI ჯგუფისთვის (გვ.47 N 1,2,5,10) მივცემ მითითებებს
სახელმძღვანელოს ავტორია: თინათინ
ბექაური
გაკვეთილს ვაჯამებ კითხვებით: რა ისწავლეს? რა მოეწონათ? რაში გამოადგებათ ეს ცოდნა?
შეფასება:
ვახდენ
ფოკუსირებულ დაკვირვებას 4 მოსწავლეზე,
შედეგებს ვინიშნავ ცხრილში და ვადარებ შესრულებული მოქმედების შეფასების კრიტერიუმებს.
|
შეფასების სქემა
კომპეტენციის დონის
აღწერა
|
შეფასება
|
გააზრებულად და
ზუსტად ასრულებს დავალებას. უშეცდომოდ კითხულობს და წერს რიცხვებს 100-მდე.
გაწაფულია რაოდენობის გაორმაგება განახევრებაში.
|
სასწავლო მასალას წარმატებით გაართვა თავი.
|
ჩანაწერში უშვებს შეცდომებს, ცხრილების სწორად შევსებაში
ხარვეზები აქვს. ზოგჯერ რაოდენობების გაორმაგება-განახევრებას სწორად ვერ ასრულებს.
|
საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას უნარ-ჩვევების
გაწაფვისათვის.
|
უჭირს ტერმინების გარჩევა, ვერ იცავს დავალების შესრულების
თანმიმდევრობას, სწორად ვერ ასრულებს განახევრება-გაორმაგებას.
|
საჭიროებს შემდგომ მეცადინეობას იმავე საკითხზე მასწავლებლის
ხელმძღვანელობით.
|
დანართები
დანართი 1.საშინაო დავალება
1.
გააორმაგე რაოდენობა
+ =
2.
შეასრულე მოქმედებები:
7+7= 4+4= 3+3= 10+10=
2+2=
6+6= 9+9= 8+8=
3.
ლიკამ 8 რვეული იყიდა,
ირაკლიმაც იმდენივე. რამდენი რვეული
იყიდა ორივემ?
4.
დაამთავრე წინადადებები:
თუ 7 გავაორმაგებთ მივიღებთ...
თუ 10 გავაორმაგებთ მივიღებთ...
თუ 20 გავაორმაგებთ მივიღებთ...
დანართი 2.
1.
გააორმაგე რაოდენობა და ქვეშ
მიუწერე შესაბამისი გამოსახულება:
დანართი 3.
ნიკას და ლუკას ბებიამ მისცა
12 ცალი კანფეტი
და უთხრა: თანაბრად
გაენაწილებინათ. როგორ ფიქრობთ
რამდენი კანფეტი შეხვდა
თითოეულს?
ამოხსნა:
ლუკას ----
ჩაწერე გამოსახულების სახით
პასუხი:
დანართი 4.
ქვეშ მიუწერე განახევრებით
მიღებული რიცხვი
6
|
4
|
8
|
40
|
10
|
22
|
20
|
14
|
80
|
100
|
60
|
დანართი 5.
დაადგინე კანონზომიერება და დააკავშირე
რიცხვები:
10 9
18 5
20 7
14 10
დანართი 6.
ჯგუფური სამუშაო
1.
გააფერადე ვაშლების ნახევარი
წითლად, ნახევარი - მწვანედ.
2.
ბარათზე
დახატული იყო 14 სამკუთხედი, ლაშამ მიუხატა განახევრებული
რაოდენობის სამკუთხედები. რამდენი სამკუთხედი
მიუხატა ლაშამ?
3.
ნიკამ
60 თეთრად ორი ფუნთუშა იყიდა.
რა ღირდა ერთი ფუნთუშა?
4. ყოველ მომდევნო
წრეში ჩაწერე წინა რიცხვის
ნახევარი.
80
|
5.
იპოვეთ
22-ის, 30-ის და 18-ის განახევრებით
მიღებული რიცხვების ჯამი.
6.
თიკამ
40-ის, 80-ისა და 16-ის განახევრებით მიღებული
რიცხვების ჯამს გამოაკლო 30-ის გაორმაგებით მიღებული
რიცხვი
გაკვეთილის გეგმა 2
საგანი - მათემატიკა
|
კლასი - მესამე
|
მასწავლებელი - ლალი ბურდული
|
|
თემა - მართკუთხედის თვისებები
|
|
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ მართკუთხედის თვისებების აღმოჩენა, (დადგენა,)
კვადრატისა და მართკუთხედის მსგავსებებისა და განსხვავებების დანახვა. მიღებული ცოდნის
გამოყენება სავარჯიშოების შესრულების დროს.
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ. III.9. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების
შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
გეომეტრიული ფიგურის სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ქმნის ამ ფიგურის გრაფიკულ
გამოსახულებას;
·
ირჩევს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების მოდელებს მოცემული გროვიდან და ქმნის მითითებულ
კონფიგურაციას/ფიგურას;
მათ. III.10. მოსწავლეს შეუძლია საგანთა და ფიგურათა წრფივი ზომების და ობიექტთა შორის მანძილების
მოძებნა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ადარებს და აფასებს ობიექტთა წრფივ ზომებს (მათ შორის ურთიერთშეთავსებით) და
გამოხატავს შედარების შედეგს შესაბამისი ტერმინებით (მაგალითად,გრძელი, მოკლე, ტოლი);
·
ზომავს ფიგურათა გვერდებს სახაზავის
გამოყენებით და აფიქსირებს გაზომვის შედეგს რომელიმე სტანდარტულ ერთეულებში (მაგალითად,3 სმ ან 30 მმ).
|
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
იციან ბრტყელი გეომეტრიული
ფიგურების ცნობა, დახაზვა, ფიგურის წრფივი ზომების დადგენა.
|
|
მოსწავლეთა დაჯგუფების ხერხები:
მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად, წყვილებში,ჯგუფებში.
|
|
სასწავლო მასალა:
დაფა, რვეული, კალამი,მარკერი, ორი სხვადასხვა ფერის ფანქარი,
სახაზავი, მართი კუთხის დასადგენი მოდელი, მაგნიტური მართკუთხედი, ხურჯინი,ფორმატის
ფურცელი წარწერით „მართკუთხედის თვისებები“,მუყაოს სხვადასხვა ზომის მართკუთხედები,
თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი დავალებები.
|
გაკვეთილის /აქტივობის ფაზები
|
ფაზა I-წინასწარ
აქტივობა 1. (2წთ)
მისალმების შემდეგ მოსწავლეებს
გავაცნობ შეფასების კრიტერიუმებს. გონებრივი იერიშის გზით ვიხსენებთ წინა გაკვეთილზე
შესწავლილ საკითხს „მართი კუთხე“
აქტივობა 2. (6წთ)
საშინაო დავალების შემოწმება.
ერთი მოსწავლე კითხულობს
და აჩვენებს დავალებას, სხვები ადარებენ. განსხვავებული პასუხის შემთხვევაში მსჯელობით
მიდიან სწორ პასუხამდე. (დაფაზე გაკრულია საშინაო დავალება)დანართი 1
ფაზაII- განმავლობაში
აქტივობა 3. (2წთ)
ხურჯინში მოთავსებულია მართკუთხედი. შემთხვევითი შერჩევით ერთი მოსწავლე შიგ
ჩაუხედავად ამოიცნობს ფიგურას.
აქტივობა 4. (5წთ)
გაკვეთილის თემისა და მიზნის
გაცნობის შემდეგ იხსენებენ რა იციან მართკუთხედის შესახებ, ვინაიდან წინა გაკვეთილზე
ისწავლეს მართი კუთხე, ამოწმებენ მის კუთხეებს. ადგენენ რომ ყველა კუთხე აქვს მართი
და წერენ ფორმატზე „მართკუთხედის თვისებების“ წარწერის ქვეშ.
აქტივობა 5. (5წთ)
ჯგუფებში ვურიგებ განსხვავებული
ზომის მართკუთხედებს და ვთხოვ გაზომონ მისი გვერდები. ამ დავალებებს ვაკრავ დაფაზე
და ეძებენ მოცემულ ფიგურებს რა აქვთ საერთო. გეზის მიმცემი კითხვების დახმარებით
(საჭიროების შემთხვევაში) ადგენენ, რომ მართკუთხედის მოპირდაპირე გვერდები არის ტოლი.
ამ თვისებასაც წერენ ფორმატზე.
აქტივობა 6. 5(წთ)
კვადრატი -როგორც მართკუთხედის
კერძო შემთხვევა. განიხილავენ მართკუთხედისა და კვადრატის მსგავსებებსა და განსხვავებებს.
ფაზა III - შემდეგ
აქტივობა 7. (3წთ)
მოსწავლეებს ინდივიდუალურად
ვურიგებ დავალების ბარათებს, სადაც დახაზულია სხვადასხვანაირი მართკუთხედები. მათი
დავალებაა წითელი და მწვანე ფერით აღნიშნონ მოპირდაპირე გვერდები. დანართი 2
აქტივობა 8. (5წთ)
ჯგუფური მუშაობა
კლასი დაყოფილია
ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს
ევალება მოცემული სხვადასხვა ტიპის ფიგურებიდან ამოიწეროს იმ ფიგურათა ნომრები რომელიც შეხვდება კონკრეტულ ჯგუფს დავალებაში
მოცემული. დავალებები დიფერენცირებულია. დანართი
3
აქტივობა 9. (5წთ)
ჯგუფური დავალების პრეზენტაცია.
თითოეული ჯგუფი მსჯელობს რატომ გააერთიანა
ამ ჯგუფში კონკრეტული ფიგურა.
აქტივობა 10.
(სარეზერვო აქტივობა)
ჯგუფებს ვურიგებ შარფებს
და ვთხოვ შეამოწმონ აქვს თუ არა შარფებს მოპირდაპირე გვერდები ტოლი.(პრაქტიკული სავარჯიშო)
საშინაო დავალება: დავალებად ვაძლევ იგივე დავალებას
რაც გააკეთეს ჯგუფებში, პასუხი უნდა გასცენ ყველა კითხვას. დანართი
4
|
გაკვეთილს ვაჯამებ კითხვებით:
რა ისწავლეს? რა მოეწონათ? რაში გამოადგებათ
ეს ცოდნა?
შეფასება:
ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.
ვახდენ ფოკუსირებულ დაკვირვებას 4 მოსწავლეზე,
შედეგებს ვადარებ შეფასების კრიტერიუმებს
და ვინიშნავ ცხრილში.
|
შეფასების სქემა
კომპეტენციის დონის აღწერა
|
შეფასება
|
გააზრებულად და ზუსტად ასრულებს
დავალებებს, ამოიცნობს და ახასიათებს შესწავლილ
გეომეტრიულ ფიგურებს, შეუძლია ფიგურათა მსგავსებისა და განსხვავებების დანახვა.
|
S - სასწავლო მასალას წარმატებით გაართვა თავი.
|
ზოგიერთ შემთხვევაში უშვებს
შეცდომებს დავალებების შესრულებისას, ნაწილობრივ ახასიათებს გეომეტრიულ ფიგურებს,
ნაწილობრივ შეუძლია ფიგურათა მსგავსებებისა და განსხვავების დანახვა.
|
N - საჭიროებს დამატებით მუშაობას უნარ-ჩვევების გაწაფვისათვის.
|
დავალებების შესრულებისას
უშვებს შეცდომებს, დახმარების გარეშე ვერ ახასიათებს ფიგურებს, ვერ ასახელებს ფიგურათა
მსგავსებებსა და განსხვავებებს.
|
I - საჭიროებს მეცადინეობასმსგავსსაკითხებზე მასწავლებლისა და მშობლის დახმარებით.
|
დანართები
დანართი 1. საშინაო დავალება
დავალება 1.
1
2 3 4 5 6 7
დავალება 2.
მოცემულ ფიგურებში
ჩაწერე ის რიცხვი რამდენი
მართი კუთხეც აქვთ.
1 2
3 4 5 6 7
დანართი 2.
დანართი 3.
ჯგუფური სამუშაო
1
2 3 4 6 7
5
8
|
I
ჯგუფი: ამოიწერეთ კვადრატების ნომრები
___________________________________________
II
ჯგუფი: ამოიწერეთმართკუთხედების ნომრები
________________________________________________
III ჯგუფი: ამოიწერეთ იმ ფიგურების ნომრები, რომლებიც არ არიან
ოთხკუთხედები
_____________________________________________________________________________
IV
ჯგუფი: ამოიწერეთ იმ ფიგურების ნომრები, რომლებიც არ არიან
მართკუთხედები
_____________________________________________________________________________
Vჯგუფი: ამოიწერეთ იმ მართკუთხედების ნომრები, რომლებიც არ არიან
კვადრატები
______________________________________________________________________________
დანართი 4.
1
2 3 4 6 7
5
8
|
1.
ამოიწერეთ კვადრატების ნომრები
___________________________________________
2.
ამოიწერეთ მართკუთხედების
ნომრები
________________________________________________
3.
ამოიწერეთ იმ ფიგურების
ნომრები, რომლებიც არ არიან ოთხკუთხედები
____________________________________________________________________
4.
ამოიწერეთ იმ ფიგურების ნომრები, რომლებიც არ არიან მართკუთხედები
_____________________________________________________________________
5.
ამოიწერეთ იმ მართკუთხედების ნომრები, რომლებიც არ არიან კვადრატები
_____________________________________________________________________
No comments:
Post a Comment